ჩვენს შესახებ | Leonidas - ბელგიური შოკოლადი საქართველოში

აღმოაჩინეთ Leonidas  - ბელგიური შოკოლადის საუკუნოვანი ტრადიცია, ახლა უკვე საქართველოში.

ჩვენს შესახებ

ჩვენი მიზანია, საქართველოში გავაზიაროთ ნამდვილი ბელგიური შოკოლადის ტრადიცია - ხარისხი, გემო და ის განსაკუთრებული ბედნირების მომენტები, რომელსაც Leonidas უკვე საუკუნეზე მეტია ქმნის.

Leonidas-ის ისტორია 1913 წელს დაიწყო. დღეს ბრენდი მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში აერთიანებს შოკოლადის მოყვარულებს და 1,300-ზე მეტი მაღაზიით აგრძელებს ბელგიური შოკოლადის ტრადიციის გაზიარებას.

2025 წლიდან Leonidas უკვე ოფიციალურად საქართველოშია - რათა თქვენთვის კიდევ უფრო ახლოს იყოს საყვარელი პრალინეები, კლასიკური რეცეპტები და ახალი გემოები.

ჩვენთვის შოკოლადი მხოლოდ ტკბილეული არ არის - ეს არის პატარა საჩუქარი, ყურადღების გამოხატვის გზა და ყოველდღიური ბედნიერების მომენტი. სწორედ ასეთ მომენტებს ვქმნით ჩვენი მომხმარებლებისთვის საქართველოში.

Leonidas-ის ისტორიისა და პროდუქციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.leonidas.com

  • 100%-ით ბელგიური წარმოება

    Leonidas-ის ყველა პროდუქტი მზადდება მხოლოდ ბელგიაში. ჩვენი ოსტატები ინარჩუნებენ ტრადიციებს და ქმნიან შოკოლადს საუკეთესო ინგრედიენტებით. მნიშვნელობა არ აქვს, პარიზში დააგემოვნებთ, ლონდონში თუ ტოკიოში– თქვენ ყველგან ერთნაირ ნამდვილ ბელგიურ შოკოლადს მიირთმევთ, რომელსაც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ ტკბილეულად მიიჩნევენ.

  • მხოლოდ მაღალი ხარისხის ინგრედიენტები

    Leonidas-ის ფილოსოფია მარტივია: მომხმარებელი იმსახურებს მხოლოდ საუკეთესოს.

    • შოკოლადი მზადდება მხოლოდ 100% სუფთა კაკაოს კარაქით
    • ინგრედიენტები ყოველთვის ახალია და არასოდეს იყინება
    • მაღალი ხარისხის თხილი მოდის თურქეთიდან, ნიგოზი – მოლდოვიდან, ნუში და ფორთოხალი – ესპანეთიდან
  • პალმის ზეთის გარეშე

    ჩვენი შოკოლადი მზადდება მხოლოდ სუფთა კაკაოს კარაქით – პალმის ზეთის გარეშე. ეს არჩევანი უკეთესია როგორც გემოსთვის, ისე გარემოსთვის.

  • პასუხისმგებლიანი და მდგრადი კაკაო

    Leonidas მხოლოდ მდგრადი კაკაოს ირჩევს შოკოლადის წარმოებისთვის. ჩვენი მიზანია სიამოვნება იყოს ყველასთვის, რაც გულისხმობს ზრუნვას როგორც ადამიანებზე, ისე ბუნებაზე. სწორედ ამიტომ ვთანამშრომლობთ ისეთ ორგანიზაციებთან, როგორებიცაა Rainforest Alliance და Cocoa Horizons, რათა უზრუნველვყოთ პასუხისმგებლიანი კაკაოს მომარაგება.

  • მსოფლიოში აღიარებული ბრენდი

    Leonidas დღეს წარმოდგენილია 5 კონტინენტზე, 1300-ზე მეტ მაღაზიაში. ყოველწლიურად ვაწარმოებთ 500 მილიონზე მეტ პრალინეს – ანუ 15 პრალინეს ყოველ წამში!

    2013 წლიდან ჩვენ ვატარებთ პრესტიჟულ ტიტულს – „ბელგიის სასახლის ოფიციალური მომწოდებელი“, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს Leonidas-ის ხარისხსა და უნიკალურობას.

👉 ჩვენს მაღაზიებში ყოველთვის შეხვდებით ბელგიური ხელოვნების ნიმუშს – ლეონიდასის შოკოლადს, რომელიც იქმნება სიყვარულითა და საუკუნოვანი ტრადიციით.


✨ აღმოაჩინეთ ნამდვილი ბელგიური შოკოლადის სიამოვნება Leonidas-თან ერთად – შეუკვეთეთ ონლაინ და მიირთვით სახლში ან ოფისში.

📍 ან გვესტუმრეთ ჩვენს მაღაზიაში ირაკლი აბაშიძის 39 ნომერში, სადაც ელეგანტურ გარემოში დაგხვდებათ ხელოვნების ნიმუშად ქცეული შოკოლადი.

ნახე ჩვენი კატალოგი