წესები და პირობები
გაეცანით ვებგვერდის წესები და პირობებს, რომელიც ვრცელდება BelgianChocolate.ge – ონლაინ მაღაზიის ყველა მომხმარებელზე.
1: წესები და პირობები
შესავალი
წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს თქვენსა და შპს „გოლდენ პარალაინ“ (ს/კ 400363209), რომელიც ოპერირებს ბრენდით „ლეონიდასი“ (შემდგომში – „ლეონიდასი“ ან „belgianchocolate.ge“), შორის დადებულ სავალდებულო ძალის მქონე შეთანხმებას და არეგულირებს თქვენ მიერ belgianchocolate.ge ვებ-გვერდის გამოყენებას.
belgianchocolate.ge-ს ვებ-გვერდი ან/და მასთან დაკავშირებული მომსახურებები, მათ შორის ლეონიდასის (გამყიდველის) და მომხმარებლების მისამართით განხორციელებული ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, შემდგომში ერთობლივად წოდებულია, როგორც belgianchocolate.ge-ს პლატფორმა.
პერსონალური ინფორმაცია მუშავდება კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად.
belgianchocolate.ge-ს გამოყენებით თქვენ ეთანხმებით:
- კონფიდენციალურობის პოლიტიკას
- დაბრუნებისა და შეცვლის პოლიტიკას
- მიწოდების პოლიტიკას
1. ზოგადი წესები
1.1. ვებ-გვერდის გამოყენებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ გაეცნო წინამდებარე წესებს და პირობებს და ეთანხმება მათ.
1.2. მომხმარებელი ვალდებულია გამოიყენოს პლატფორმა მხოლოდ კანონმდებლობის, წესებისა და პირობების შესაბამისად.
2. პლატფორმის გამოყენების წესები
2.1. მომხმარებელი ვალდებულია არ დააზიანოს პლატფორმის ფუნქციონირება.
2.2. მომხმარებელი ვალდებულია არ გამოიყენოს პლატფორმა უკანონო მიზნებისთვის.
2.3. ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში, ლეონიდასს აქვს უფლება შეზღუდოს ან წაშალოს მომხმარებლის ანგარიში.
3. რეგისტრაცია და ანგარიში
3.1. პლატფორმის ზოგიერთი სერვისით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ ანგარიშის რეგისტრაციის შემდეგ.
3.2. მომხმარებელი პასუხისმგებელია რეგისტრაციისას მოწოდებული ინფორმაციის სისწორეზე.
3.3. მომხმარებელი პასუხისმგებელია საკუთარი ანგარიშისა და პაროლის უსაფრთხოებაზე.
4. შეკვეთა და გადახდა
4.1. პროდუქციის შეკვეთა ხდება belgianchocolate.ge-ს პლატფორმის მეშვეობით.
4.2. გადახდა ხორციელდება ელექტრონული გადახდის სისტემების მეშვეობით.
4.3. გადახდის განხორციელებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ გაეცნო წესებს და პირობებს და ეთანხმება მათ.
5. მიწოდება
5.1. მიწოდება ხდება მხოლოდ თბილისის ტერიტორიაზე.
5.2 შეკვეთა, რომელიც გაკეთდება 15:00-მდე, გაიგზავნება იმავე დღეს, ხოლო ყველა დანარჩენი შეკვეთა გადაეცემება მომხმარებელს მომდევნო სამუშაო დღეს.
6. დაბრუნება და შეცვლა
6.1. პროდუქტის დაბრუნება და შეცვლა რეგულირდება ლეონიდასის დაბრუნებისა და შეცვლის პოლიტიკით.
6.2. სურსათის/შოკოლადის სპეციფიკიდან გამომდინარე, პროდუქტის დაბრუნება შეუძლებელია, თუ იგი გახსნილია ან გამოყენებულია.
7. ინტელექტუალური საკუთრება
7.1. პლატფორმაზე განთავსებული ყველა მასალა (ლოგო, ბრენდის სახელწოდება „ლეონიდასი“, დიზაინი, ტექსტები და სურათები) არის ლეონიდასის საკუთრება.
7.2. მასალების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ კომპანიის წერილობითი თანხმობით.
8. პასუხისმგებლობის შეზღუდვა
8.1. ლეონიდასი არ აგებს პასუხს პლატფორმის არასათანადო გამოყენების შედეგად მომხმარებლის მიერ მიღებულ ზიანზე.
8.2. ლეონიდასი არ აგებს პასუხს მესამე პირების ქმედებების შედეგად გამოწვეულ ზიანზე.
9. ცვლილებები
9.1. ლეონიდასს აქვს უფლება ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილება წესებსა და პირობებში.
9.2. ცვლილებები ძალაში შედის ვებ-გვერდზე განთავსებისთანავე.
2: დაბრუნების და შეცვლის პოლიტიკა
1. პროდუქტის დაბრუნების/შეცვლის პირობები
1.1. კომპანია შპს „გოლდენ პარალაინ“ გაძლევთ შესაძლებლობას პროდუქტის მიღებისთანავე დაუყოვნებლივ დააბრუნოთ ან შეცვალოთ შეძენილი პროდუქტი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:
- პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთაში მითითებულს, ან
- აქვს აშკარა დაზიანება/ნაკლი.
⚠️ სურსათის/შოკოლადის სპეციფიკიდან გამომდინარე, პროდუქტის დაბრუნება შეუძლებელია, თუ იგი გახსნილია, გამოყენებულია ან დაზიანებულია მომხმარებლის მიერ.
2. დაბრუნების/შეცვლის წესი
2.1. პროდუქტის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ წინასწარ დაუკავშირდეთ ლეონიდასის საინფორმაციო ცენტრს და აცნობოთ პროდუქტის დაბრუნების შესახებ.
2.2. აუცილებელია კომპანიას მიაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
- შეკვეთის ნომერი
- შეკვეთის თარიღი
- პროდუქტის დასახელება
2.3. პროდუქტის დაბრუნება/შეცვლა ხდება მხოლოდ პროდუქტის მიღებისას აღმოჩენილი აშკარა ნაკლის შემთხვევაში.
2.4. ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს ლეონიდასი საკუთარი კურიერის მეშვეობით, იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნა საფუძვლიანია.
2.5. პროდუქტის დაბრუნებისას მყიდველმა უნდა წარადგინოს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
3. შემთხვევები, როცა დაბრუნება დასაშვებია
- პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას ან belgianchocolate.ge-ზე განთავსებულ აღწერილობას
- პროდუქტს აქვს აშკარა ნაკლი, რომელიც მიღებისას დადასტურდა
4. თანხის დაბრუნების წესი
4.1. კომპანია ლეონიდასი, მომხმარებლის მიერ შეძენილი პროდუქტის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, იღებს ვალდებულებას მომხმარებელს აუნაზღაუროს გადახდილი თანხა შემდეგი წესით:
4.1.1. 100% ანაზღაურება — იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის შეფუთვა დაუზიანებელია მყიდველის მხრიდან და თან ახლავს თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
4.1.2. 100% ანაზღაურება — იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტს აქვს აშკარა ნაკლი, ან პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას / ვებგვერდზე განთავსებულ აღწერილობას, ან მნიშვნელოვნად დაზიანებულია ტრანსპორტირების პროცესში, და მყიდველს აქვს თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
4.1.3. 90–100%-მდე ანაზღაურება — იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის შეფუთვა მყიდველის მიერ დაზიანებულია, თუმცა პროდუქტს აქვს აშკარა ნაკლი ან არ შეესაბამება შეკვეთას / აღწერილობას, ან მნიშვნელოვნად დაზიანებულია ტრანსპორტირების პროცესში, და მყიდველს აქვს თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
4.2. მომხმარებლის მიერ პროდუქტის შეცვლის სურვილის შემთხვევაში, როდესაც პროდუქტს აქვს აშკარა ნაკლი ან არ შეესაბამება შეკვეთას / აღწერილობას, ან მნიშვნელოვნად დაზიანებულია ტრანსპორტირების პროცესში, კომპანია ლეონიდასი მოახდენს პროდუქტის შეცვლას მყიდველთან წინასწარ შეთანხმებულ დროში.
4.3. თანხის დაბრუნება ხორციელდება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით — მომხმარებლის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით.
4.4. კომპანია ლეონიდასი მომხმარებელს შეძენილი პროდუქტის ღირებულებას, წინამდებარე პოლიტიკით დადგენილი წესითა და ოდენობით, აუნაზღაურებს 7 (შვიდი) სამუშაო დღის ვადაში, გარდა 4.1.1 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.
4.5. წინამდებარე პოლიტიკის 4.1.1 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მომხმარებელს პროდუქტის ღირებულება დაუბრუნდება 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.